ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით მეექვსედს შეადგენენ. არაერთი ანგარიში აჩვენებს, რომ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი ჩართულობის დონე დაბალია. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია, როდესაც საქმე ეხება უმცირესობათა წარმომადგენლობას არჩევით ორგანოებსა თუ სამთავრობო უწყებებში.