16 იანვრის ჩანაწერი (2018 წელი) - შვილების რჩენა და მათზე ზრუნვა მშობლების უპირველესი მორალური და სამართლებრივი მოვალეობაა. მშობლები ვალდებულნი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები (18 წლამდე), ასევე შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ეს მოვალეობა თანაბრად აკისრია როგორც დედას, ისე მამას.
9 იანვრის ჩანაწერი (2018 წელი) - სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში.
26 დეკემბრის ჩანაწერი (2017 წელი) - საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობა, - სამოქალაქო, ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი, - ინდივიდუალური და მკაცრად პერსონიფიცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის პასუხს მხოლოდ მისი ჩამდენი პირი აგებს. თუმცა, კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე საგამონაკლისო შემთხვევას, როდესაც არასრულწლოვანი შვილების მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის პასუხისმგებლობა, სრულად ან ნაწილობრივ, მათ მშობლებსაც ეკისრებათ.
19 დეკემბრის ჩანაწერი (2017 წელი) - საქართველოს შრომის კოდექსი ადგენს სპეციალურ რეგულაციებს ქალთა უფლებების დასაცავად. ზოგადი ანუ საერთო უფლებების გარდა, რომელიც ნებისმიერ დასაქმებულს გააჩნია, ამ კოდექსით ქალების მიმართ დამატებითი დამცავი ნორმებია დაწესებული.
12 დეკემბრის ჩანაწერი (2017 წელი) - საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსი“ ადგენს მთელ რიგ რეგულაციებს - დათქმებსა და აკრძალვებს არასრულწლოვან პირთა უფლებების დასაცავად. არასრულწლოვნის ცნება შრომის სამართალში ერთმნიშვნელოვანი არ არის, რის გამოც დადგენილია სხვადასხვა ნორმები ასაკობრივი გრადაციის შესაბამისად.
5 დეკემბრის ჩანაწერი (2017 წელი) - სამუშაო დროის მაქსიმალური ხანგრძლივობა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, კანონის იმპერატიული ნორმებით არის განსაზღვრული. შესაბამისად, ამ ნორმებიდან გადახვევა დაუშვებელია. თუმცა კანონით გათვალისწინებულია გამონაკლისები, როდესაც დამსაქმებელს შეუძლია დასაქმებულისგან უფრო მეტი დროით მუშაობა მოითხოვოს. ასეთ შემთხვევას, კანონის ენაზე, ზეგანაკვეთური სამუშაო ეწოდება.