• საუბარს პანკისის სტიგმით იწყებს - რაც მახსოვს, ხეობაზე სულ ცუდს ამბობენო. „კი იყო არეულობა, როცა ჩეჩნები შემოვიდნენ, მაგრამ მთავრობაც ხელს უწყობდა იმას, მაშინ რაც ხდებოდა - ხალხის გატაცებები, მკვლელობები, ყაჩაღობები, ქურდობები. ის ლაქა დღემდე შემორჩა პანკისის ხეობას. უცხოელებს კი არა, საქართველოში, სხვაგან რომ მოვხვდები და გაიგებენ ქისტი ვარ პანკისიდან, ისე გიყურებენ, გეგონება კაციჭამია ხარ. მერე, როცა ერთმანეთს გავიცნობთ, ჩვენ, პანკისზე სხვანაირი წარმოდგენა გვქონდაო“.

    კატეგორია საზოგადოება

    „თბილისში ან სხვაგან ნაცნობი რომ შეგხვდება ან ვინმე გაგიცნობს და გაიგებს, რომ ქისტი ხარ, ზოგი მეკითხება ხოლმე, ხეობაში რომ ჩამოვიდე საზღვარგარეთის პასპორტი მინდა? საზღვრებია მანდ? პოსტი უნდა გადავლახო? ამ მითებს, რაც პანკისის ხეობაზეა, ეს გზა დაანგრევდა, გააქრობდა“, - გზას, რომელზეც სამოქალაქო აქტივისტი ჯოყოლა აჭიშვილი საუბრობს, პანკისისა და ხადორის ხეობების გავლით, ახმეტა თუშეთთან უნდა დაეკავშირებინა.

    კატეგორია საზოგადოება

    „რაც შეეხება თუშეთთან დამაკავშირებელ ახალ გზას, არ შეიძლება ასეთი სტრატეგიული რეგიონი ერთი ჩიხური გზით იყოს მიბმული ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან. უნდა არსებობდეს მეორე, ალტერნატიული გზაც. სტრატეგიული თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. დიდ სტიმულს მისცემს „დეპრესიული სოფლების“ გამოცოცხლებას თუშეთში და ხელს შეუწყობს პანკისის ხეობასაც“, - აცხადებს თუშეთის გენერალური განვითარების გეგმის პროექტის ხელმძღვანელი, არქიტექტორი გია აბულაძე „მთის ამბებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

    კატეგორია საზოგადოება

    „ჩვენ მას პანკისის სიცოცხლის გზა დავარქვით, რადგანაც ეს იქნებოდა პანკისისთვის ახალი სიცოცხლის გახსნა. ჩიხურ მდგომარეობაში მყოფი ხეობისთვის, რომელზეც უკანასკნელ პერიოდში ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ უამრავი პრობლემაა. ამ პროექტის ჩავარდნა არის უდიდესი დარტყმა პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის, რადგანაც განვითარების, პროგრესის ყველანაირი პერსპექტივა შეჩერებულ იქნა. პროექტის ჩავარდნის მესვეურებს მინდა ვუთხრა, რომ მათ ფაქტობრივად გაწირეს ქისტი მოსახლეობა“, - განაცხადა პანკისის უხუცესთა კავშირის წევრმა, ისტორიკოსმა ზაურ გუმაშვილმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს ეთერში, გადაცემაში „მე და სახელმწიფო“.

    კატეგორია საზოგადოება

    პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის პროექტი ჩავარდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პანკისი-თუშეთის მიმართულებაზე ვერ მოხერხდა შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილების მიღება, რთული რელიეფიდან გამომდინარე და გეოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.

    კატეგორია მე და სახელმწიფო

    20 თებერვალს, 15:00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტის ერთი ნაწილის საჯარო განხილვა გაიმართება.

    კატეგორია საზოგადოება

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]