„ბოლო დროს, როცა ჩავდივარ ალვანში, გული მიკვდება იმიტომ, რომ ხმოვანზე მახვილმა სხვაგან გადაადგილება დაიწყო. ამას სხვა შეიძლება ვერ ხვდება, მაგრამ მე ვიცი, რომ იქ უკვე ინგრევა რაღაც და ძალიან არ მემეტება. თუშურ დიალექტს საფრთხე ემუქრება“, – ამის შესახებ პოეტმა და ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ პანკისის სათემო რადიო WAY–ს ეთერში განაცხადა.
17 მარტს, დუისის საზოგადოებრივ ცენტრში, პოეტისა და ფოლკლორისტის, ეთერ თათარაიძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მისი და, მომღერალი ლელა თათარაიძე და ადგილობრივი მოცეკვავეები მიიღებენ. ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება.