მთავრობამ ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია პრიორიტეტად გამოაცხადა. რა გავლენას მოახდენს ეს კოვიდპანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ინდუსტრიის აღდგენაზე – ამ საკითხზე პანკისის სათემო რადიო ეკონომისტს, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტს, რამაზ გერლიანს ესაუბრა.
„კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი იზა ბექაური კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და როგორ მიმდინარეობს აცრის შემდგომი პერიოდი – ამის შესახებ მან პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში ისაუბრა.
კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრის გაკეთება კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან შვიდში არის შესაძლებელი. გამონაკლისი ახმეტაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონული განყოფილების მონაცემებით, კახეთში 2674-ზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული.
„პოსტკოვიდური სინდრომი“ (Long Covid) ამ ქოლგა დასახელების ქვეშ თავს იყრის ყველა ის პათოლოგიური ჩივილი, რომელსაც COVID-19 გადატანილი პაციენტების ნაწილი განიცდის.
კორნავირუსის პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორს მიაყენა. ტურიზმი კი იყო ის სტრატეგიული მიმართულება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას აცოცხლებდა. რამდენიმე დღის წინ, მთავრობამ ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია პრიორიტეტად გამოაცხადა, რამაც გარკვეული იმედები გააჩინა.
პანდემიამ გავლენა სპორტზეც იქონია. პანკისში ასებული ძიუდოს დარბაზი, რომელიც ერთადერთი ადგილია, სადაც მოზარდები პროფესიონალურად ეუფლებიან სპორტის სხეობას, შეცვლილი დღის წესრიგით აგრძელებს მუშაობას. ისევ შეზღუდულია სპორტული შეჯიბრებები და შეკრებები, რაც ახალგაზრდა ძიუდოისტებისთვის მნიშვნელოვანი მოტივატორი იყო. სპორტი სასკოლო განათლების ნაწილიც არის, თუმცა დისტანციური სწავლების პერიოდში სპორტის გაკვეთილები სრულფასოვნად არ ტარდებოდა.
დათო ჭიკაიძე პანკისის ხეობის სოფელ დუისში მდებარე ძიუდოს დარბაზში, კვირაში ექვსი დღე, 80-ზე მეტ ბავშვსა და მოზარდს ავარჯიშებს. პანდემიის გავრცელების პიკში, როდესაც ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა და ბევრი რამ გაჩერებული იყო, ძიუდოს კლუბის წევრები ვარჯიშს განაგრძობდნენ. ახალი ვირუსის გავრცელებით გამოწვეული დაბნეულობა, ზამთრის ყინვების დროს ღია სივრცეში ვარჯიში და ტრანსპორტის პრობლემა ახლა უკვე უკან არის – პანკისის ძიუდოს კლუბი ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
28 აპრილს ხუთი თვე გახდება, რაც საქართველო ე.წ. კომენდანტის საათის რეჟიმში ცხოვრობს და მოქალაქეებს ღამის საათებში გადაადგილების თავისუფლება ეზღუდებათ. რამდენად კანონიერია მოქმედი რეგულაციები და ცდილობს თუ არა ხელისუფლება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ადამიანის უფლებების შეზღუდვას – ამ თემაზე პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში „ფოკუსი“ კონსტიტუციონალისტმა გიორგი მშვენიერაძემ ისაუბრა.
რა გავლენას ახდენს პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციები გადაადგილების და შეკრების თავისუფლების უფლებების განხორციელებაზე? რა სირთულეებს აწყდებიან საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორები და როგორ აფასებენ ისინი ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებს? რამდენად კანონიერია ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც თითქმის 6 თვეა ძალაშია და ხდება თუ არა მისი გამოყენება პროტესტის წინააღმდეგ?
ბოლო მონაცემებით, კახეთის სამედიცინო დაწესებულებებში კორონავირუსზე 267 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის შეფასებით, ვაქცინაციის დაბალი ტეპის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ვაქცინა მხოლოდ თელავში, გურჯაანსა და ლაგოდეხშია ხელმისაწვდომი. ხიზანიშვილის თქმით, ვაქცინაციის ჩასატარებლად საჭირო მოთხოვნებს ახმეტის ჰოსპიტალიც აკმაყოფილებს.