კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ახმეტის მუნიციპალიტეტში სპორტსმენებს შეხვდა და ახმეტაში, მატანში, საკობიანშო, დუისში, ქვემო ხალაწანში, დუმასტურში, ომალოსა და ჯოყოლოში, ადგილობრივ სპორტულ ჯგუფებს საფეხბურთო ეკიპირება, კალათბურთის ფარები, მაგიდის ჩოგბურთის ინვენტარი, ბილიარდის მაგიდა, ძიუდოს კიმონოები, საჭიდაო ჩოხები და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი გადასცა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ანსამბლ „პანკისის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კულტურული საკითხებისგან ადგილობრივი ხელისუფლების დისტანცირება არასწორია.
კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის განცხადებით, კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.