რატომ არ ხვდება „ევროპული საქართველოდან“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი პანკისის ხეობაში მოსახლეობას და რატომ აღარ მართავს ის უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში საჯარო შეხვედრებს? რა არის კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები, რასაც მთავრობა ეფექტურად ვერ გაუმკლავდა, რატომ არის 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება პრინციპის საკითხი - პანკისის სათემო რადიოს და სამოქალაქო აქტივისტების კითხვებს ზურაბ ჭიაბერაშვილი პასუხობს.
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში სულ 18 კანდიდატი იყრის კენჭს. აქედან 4 პოლიტიკური ძალა უფრო მეტი აქტიურობით გამოირჩევა, ვიდრე სხვა პოლიტიკური პარტიები.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ დღეს, 7 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე უკან გაიწვია სოფელ დუისის ყოფილი ადმინისტრაციული შენობის გაყიდვის საკითხი. ამ შენობაშია იჯარით განთავსებული პანკისის სათემო რადიოც. მერიის წარმომადგენელმა თინათინ კუდიანაშვილმა საკითხის უკან გაწვევის მიზეზი არ განმარტა და დარბაზი დაუყოვნებლივ დატოვა. საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში ეს ერთადერთი განსახილველი საკითხი იყო. არცერთ დეპუტატს არ დაუსვამს კითხვა, რატომ ითხოვდა მერია დაჩქარებულ რეჟიმში შენობის გაყიდვას ან უკან რატომ გაიწვიეს საკითხი, რომლის განსახილველადაც საკრებულოს 24 წევრი საგანგებოდ შეკრიბეს.
პანკისის ხეობაში, სათემო რადიოს წინააღმდეგ ორგანიზებული აქციების შემდეგ, იმ მიზნით, რომ რადიო ოფისის გარეშე დარჩეს, ადგილობრივი ხელისუფლება დაჩქარებულ რეჟიმში აპირებს გაყიდოს შენობა, რომლის მცირე ნაწილშიც რადიოსტუდიაა განთავსებული.
ქისტი უხუცესი და მწერალი ხასო ხანგოშვილი თანაწამყვანთან, ისტორიკოს ზაურ გუმაშვილთან ერთად საუბრობს ქართულ-ქისტურ ურთიერთობებზე. როგორ ჩამოსახლდნენ ქისტები საქართველოში, რომელი კუთხეების ხალხთან ჰქონდათ პირველი ურთიერთობები?
როგორ და რატომ მოხვდნენ ქისტები საქართველოში? როგორ დაფუძნდა ახმეტის რაიონში სოფელი ქისტნელი (დღევანდელი ხორბალო); თუშეთისა და ხევსურეთის რომელი სოფლები ატარებს ქისტურ სახელებს?
გადაცემის წამყვანი, ქისტი უხუცესი და მწერალი ხასო ხანგოშვილი თანაწამყვანთან, ისტორიკოს ზაურ გუმაშვილთან ერთად საუბრობს ქისტების მიგრაციაზე საქართველოში მე-18 საუკუნიდან.
„ჩემი შვილი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. გვარებს შორის დაპირისპირება ჰესების გამო დაიწყო. ვისური ამის გამო მოკლა დაჯგუფებამ, ვახო ფარეულიძის იარაღით არის მოკლული. პოლიციელების თვალწინ მოკლეს. ამ ბანდას იარაღის მთელი არსენალი ჰქონდა. მანქანა დაცხრილეს, 45 ტყვია აქვს მოხვედრილი. მკვლელობამდე ჩვენი გვარის რამდენიმე წარმომადგენელს სცემეს, ვინც ჰესების მშენებლობას აპროტესტებდა. მაგათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე მფარველობთ“, - აცხადებს პანკისის ხეობაში მოკლული, 37 წლის ვისური მუთოშვილის დედა, თამარ მუთოშვილი-ტოხოსაშვილი პანკისის სათემო რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა პანკისელი ბიზნესმენის ვახტანგ ფარეულიძის ძმის და მისი დაცვის სამი წევრის დაკავებაზე. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა ტაჯიკი ბიზნესმენები გაიტაცეს და თანხის გამოძალვის მიზნით სცემეს. ერთ-ერთი ბრალდებულის ისლამ დუიშვილის მართვის ქვეშ მყოფი მანქანიდან სამართალდამცავებმა სხვადასხვა იარაღი, ბეისბოლის ხელკეტები და 68 900 დოლარი ამოიღეს.
თბილისში პანკისის მცხოვრებლები ბაქარ ფარეულიძე, ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და კიდევ ერთი პირი, ზელიმ ბაკაევი ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების, მათზე ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე დააკავეს. ბაქარ ფარეულიძე პანკისელი ბიზნესმენისა და სალაფიტური თემის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ ფარეულიძის ძმაა. ვახტანგ ფარეულიძის პირადი დაცვის წევრები არიან ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და ზელიმ ბაკაევი.