• თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პანკისის ხეობის მკვიდრი, 80 წლის მამაკაცი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა. ეს ხეობაში ამ ინფექციით გარდაცვალების პირველი, ხოლო კახეთში მე-17 შემთხვევაა.

    კატეგორია საზოგადოება

    პანკისის სათემო რადიოს ორ თანამშრომელს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი თავს კარგად გრძნობენ და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

    კატეგორია საზოგადოება

    პანკისის სათემო რადიო სპეციალური გამოშვებებით აშუქებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 154 საარჩევნო უბნიდან ყველა დაითვალა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ხმების 47.26 % მიიღო (41 662 ხმა), გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა კი 40.43 % (35 645 ხმა). ამ მონაცემებით, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლში მეორე ტური გაიმართება.

    კატეგორია პოლიტიკა

    ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის 5 საარჩევნო უბნიდან დუისის ორ, ჯოყოლოს და ხალაწნის საარჩევნო უბნებზე საპარლამენტო არჩევნები პროპორციული და მაჟორიტარული წესით „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, სოფელ ომალოში კი გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაიმარჯვა. პანკისის სათემო რადიომ მონაცემები საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მოიპოვა.

    კატეგორია პოლიტიკა

    პანკისის სათემო რადიო, ყოველ საათში ერთხელ, სპეციალური გამოშვებებით აშუქებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

    ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებისა და იძულებით მათთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 პირი ჰყავს დაკავებული. მათგან 3 პანკისის ხეობის მკვიდრია - 26 წლის ბაქარ ფარეულიძე და ისლამ დუიშვილი, 22 წლის ზელიმხან აჭიშვილი. პატიმრობაში მყოფი მეოთხე პირი 20 წლის ზელიმ ბაკაევია. ახალგაზრდებისთვის წარდგენილი ბრალი სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სწორედ ბრალის შეცვლას ითხოვდნენ, რამდენიმე დღის წინ პანკისში გამართულ აქციაზე, რომელშიც ძირითადად დაკავებულების ახლობლები მონაწილეობდნენ. მათ ახმეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და კახეთის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდნენ და თანადგომას დაპირდნენ.

    კატეგორია საზოგადოება

    მისი საარჩევნო პროგრამა საკმაოდ მოცულობითია - გამოკვეთილად ეხება თელავს, მოკლედ მიმოიხილავს ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების 5 პუნქტიან გეგმას. ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ყურძნის მინიმალური ფასის გაზრდა, სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესება, სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია, მდინარეების კალაპოტებისა და ხევების გაწმენდითი სამუშაოები, თელავში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა, სოფლებში შიდა საუბნო და სავარგულებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. პირობას დებს, რომ კახეთის ერთ-ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი - გომბორის გვირაბის მშენებლობა განხორციელდება. პანკისის სათემო რადიოს და სამოქალაქო აქტივისტების კითხვებს გიორგი ბოტკოველმა უპასუხა, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“.

    კატეგორია პოლიტიკა
    ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020 18:54

    საინფორმაციო გამოშვება – 28.10.2020

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020 21:30

    საინფორმაციო გამოშვება – 27.10.2020 

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]