• თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის ბრალდებული ექვსი პირი დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ შოაიფ ბორზიევს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11 წლით, ხოლო ზურაბ იდოიძეს 10 წლით. 13 წლით პატიმრობა მიესაჯა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის ბრალდებულ რუსლან შავაძეს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

    პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სპეცრაზმს, შესაძლოა, თემირლან მაჩალიკაშვილი რუსლან ალდამოვში შეეშალა და ამიტომ ესროლა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მისი შვილის სიკვდილი სახელმწიფოს დანაშაულია, რის გამოც მთავრობა უნდა გადადგეს.

    კატეგორია საზოგადოება
    ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018 23:55

    საინფორმაციო გამოშვება - 25.01.2018

    ახალი ამბების გამოშვებას ისლამ გორგიშვილი უძღვება.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეომასალა და ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც სუს-ის განცხადებით, „დადგენილია“ კავშირები ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევის ჯგუფსა და 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს შორის, რომლებსაც ბრალად ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა ედებათ.

    კატეგორია საზოგადოება

    პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს, რუსლან ალდამოვს, რამაზ მარგოშვილს და ბადურ ჩოფანაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

    კატეგორია საზოგადოება

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]