პანკისის ხეობის სოფლებიდან წინუბნიდან, ზემო, ქვემო და შუა ხალაწნიდან დუისის საჯარო სკოლაში 67 მოსწავლე ირიცხება, რომლებსაც მოსწავლეთა ტრანსპორტის უზრუნველყოფის პროგრამით, მხოლოდ 2 მიკროავტობუსი ემსახურება. პანკისის სათემო რადიოს რეპორტიორმა 16 ნოემბერს დაითვალა, რომ ერთ მიკროავტობუსს 19, ხოლო მეორე მიკროავტობუსს 26 მოსწავლე გადაჰყავდა. მოსწავლეები მიკროავტობუსებში ფეხზეც იდგნენ.
2016-2017 სასწავლო წლიდან პანკისის ხეობის სკოლებში ჩეჩნური ენის სწავლება დაიწყო. საგანი არჩევითია და მისი შესწავლა მოსწავლეებს მე-5 და მე-6 კლასებში შეუძლიათ. დუისის საჯარო სკოლის დირექტორის, ლილი სვიაკაურის თქმით, შესაბამისი სახელმძღვანელოების არსებობის შემთხვევაში, მომდევნო წლებში ჩეჩნური ენის სწავლება მაღალ კლასებშიც იქნება შესაძლებელი.