• „დღეს აქ იარაღს ღიად არავინ ატარებს, ადგილობრივი თანმხლების გარეშე უმჯობესია გარეთ არ გახვიდე“; „ახლა საქართველოდან „ისლამურ სახელმწიფოში“ წამსვლელთა ნაკადი შემცირებულია, რაც დიდწილად რუსეთის ავიაციის დარტყმების წყალობით მოხდა“; „იჩქერიის ყოფილი მომხრე უმარ იდიგოვი ახლა ამბობს, რომ რუსეთის ჩეჩნეთი ყველას მაგალითს აძლევს“; „ამერიკელები ახალწვეულებს „ისლამური სახლემწიფოს“ ტერორისტებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში მოამზადებენ“, – ეს ამონარიდებია რუსული ტელეკომპანია Россия 24–ის სპეციალური რეპორტაჟიდან, რომელიც ეთერში 21 თებერვალს, საღამოს გავიდა.

    სირიაში კიდევ 2 პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა. დადასტურებული ინფორმაციით გარდაცვლილები არიან 24 წლის რამზან ფარეულიძე, რომელიც სირიაში წასვლამდე სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა და სოფელ ომალოს მკვიდრი, 22 წლის მუხმად თურქოშვილი. ორივე მათგანი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. ინფორმაცია მათი გარდაცვალების შესახებ გუშინ გავრცელდა.

    „უცბად ისეთი ხმა შემოგვესმა, რომ გარეთ გამოვცვივდით, აქეთ მეზობელიც გამოვიდა, რა ხდებაო. გვეგონა რომ რუსებმა საჰაერო სივრცე დაარღვიეს და საქართველოში შემოიჭრნენ. ერთი, ორი, სამი ვერტმფრენი... შეგვეშინდა. თურმე მინისტრები ჩამობრძანებულან“, – ასე იხსენებს სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები ლეილა აჭიშვილი 10 იანვარს, პანკისის ხეობაში თავდაცვის მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ვიზიტს.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]