• პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტისა და თელავის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული წარადგინა. როგორც პრემიერმა ახმეტის მაცხოვრებლებთან შეხვედრისას განაცხადა, სამხარაულმა სასოფლო სამეურნეო და მთის რეგიონების განვითარების მიმართულებით სერიოზულად იმუშავა.

    „მე მინდა, ჩვენმა ქისტებმა, ჩვენმა თანამემამულეებმა, დაღუპულების ნათესავებმა აუცილებლად იცოდნენ, რომ ლოპოტას ხეობაში მომხდარ უბედურებას ჩვენ გამოუძიებელს არ დავტოვებთ. ყველაფერს გავარკვევთ და გპირდებით, რომ დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი“, – კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ეს განცხადება 2012 წლის 9 სექტემბერს გააკეთა. მას შემდეგ 4 წელი გავიდა. ლაფანყურის საქმეზე გამოძიება დღემდე არ არის დასრულებული.

    „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული პანკისის უხუცესთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა პანკისის სათემო რადიო WAY–ის ოფისში გაიმართა. სამხარაული უხუცესთა კავშირის წევრებს ახმეტა – თიანეთის, თუშეთი – ყაზბეგის გზების რეაბილიტაციასა და პანკისში ხილის ჩამბარებელი პუნქტის გახსნის პროექტზე ესაუბრა.

    სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი შენდება. პროექტის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის იანვრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

    პანკისის ხეობაში სათემო რადიომ დაიწყო მაუწყებლობა სიხშირეზე FM 101.1. რადიო WAY–ის სიგნალი პანკისის ხეობის თორმეტივე სოფელში, ბაწარას და ხადორის ხეობის ტერიტორიაზეც ვრცელდება. რადიოს მოსმენა პირველად გახდა შესაძლებელი თუშეთის სოფელ ტბათანასკენ დაბინავებული მწყემსებისთვის და ასობით ტურისტისთვის, რომელიც პანკისიდან თუშეთსა და ხევსურეთში გადადის.

    რადიოში ამჯერად მხოლოდ მუსიკა ისმის, თუმცა სექტემბრიდან ეთერში საინფორმაციო და საავტორო გადაცემებიც გავა.

    სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 27 აგვისტოს, 09:00-დან 14:00 საათამდე პანკისის ხეობის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]