• ბიზნესის ხელშეწყობისთვის ახალი პროგრამა „სტარტაპ მეგობრული“ დაიწყო

    პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 14:40 view 4253
    ბიზნესის ხელშეწყობისთვის ახალი პროგრამა „სტარტაპ მეგობრული“ დაიწყო

    საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობისთვის ახალი პროექტი „სტარტაპ მეგობრული“ დაიწყო, რომელი დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ გაგრძელებაა. „სტარტაპ მეგობრული“ სტარტაპებს მსხვილ ბიზნესკომპანიებთან ურთიერთობის დამყარებაში დაეხმარება, ხოლო მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, სხვადასხვა დარგის განვითარების პროცესში ჩართვისა და ორმხრივად სასარგებლო ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მისცემს.

    პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, „სტარტაპ საქართველო“ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ყველაზე ახალგაზრდული, პერსპექტიული და ოპტიმისტური პროდუქტია. მისივე თქმით, ახალი პროექტი დამწყებ ბიზნესმენებს საშუალებას მისცემს, დიდი ბიზნესის მიმართულებით „გასასვლელი ჭიშკარი“ იპოვონ.

    „სტარტაპ მეგობრული“ ახალ სტარტაპებსა და მსხვილ, დამკვიდრებულ კომპანიებს, წარმატებულ ბიზნესებს შორის ურთიერთობის ფორმატის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ეს ფორმატი აუცილებელია იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ სტარტაპს სჭირდება კომუნიკაცია ახალ ტექნოლოგიებთან და დიდ კაპიტალთან. ამიტომ, ეს ფორმატი, რომელიც დღეს იქმნება, სწორედაც არის ის ხიდი, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდა, დამწყებ ბიზნესმენებს, ჰქონდეთ გასასვლელი ჭიშკარი დიდი ბიზნესის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

    გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ახალ პროექტში პირველი „თიბისი ბანკი“ ჩაერთო, რომლის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, თავის დროზე ბანკი 500 აშშ დოლარით დააფუძნა.

    „ასეთი მაგალითებით იქმნება ქვეყნის ეკონომიკა. ასეთი მაგალითების ენთუზიაზმი არის ის, რასაც ქვეყანა წინ მიჰყავს. „სტარტაპ მეგობრული“ იქნება ის ფორმატი, რომელიც წაახალისებს და ერთგვარად სოციალურ პასუხისმგებლობად აქცევს დიდი ბიზნესისთვის სტარტაპ კომპანიებთან მეგობრობას. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯი არის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც დამწყებ ბიზნესმენებს მოგცემთ საშუალებას, გახდეთ დიდი ეკონომიკის ნაწილი. თქვენ ხართ დიდი ეკონომიკის საუკეთესო ნაწილი. ერთ-ერთი მთავარი შედეგიც ამ პროექტის, გახლავთ ის, რომ მსხვილმა ბანკებმა სტარტაპებს არ შეხედონ, როგორც გერს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მეც საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ბანკირი ვარ და ვიცი ბანკებში ჩამოყალიბებული პრაქტიკა. ამიტომ, ჩვენ, როგორც სტარტაპ ეკონომიკას გვჭირდება სხვანაირი მიდგომები, მსხვილი კომპანიების მხრიდან მეგობრული დამოკიდებულება ასეთი დამწყები, ინოვაციურად მოაზროვნე ბიზნესმენებისადმი“, - განაცხადა პრემიერმა.

    გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობას ახალგაზრდებისთვის კიდევ არაერთი საინტერესო გეგმა აქვს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]