• ილტოს ხეობაში წყალსაცავის მშენებლობა დაიწყება

    სამშაბათი, 31 ოქტომბერი 2017 17:12 view 5516
    ილტოს ხეობაში წყალსაცავის მშენებლობა დაიწყება

    ახმეტის რაიონში, ილტოს ხეობის სოფელ ჭართალაში 118 მეტრი სიმაღლის და დაახლოებით 200 ჰექტარი ფართობის წყალსაცავი აშენდება. მშენებლობის წინა საპროექტო სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარი უკვე გამოყოფილია, რომელზეც ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხდდება.

    მომდევნო ეტაპი გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური გეგმის საფუძველზე პროექტის შედგენას ითვალისწინებს.

    ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა წყალსაცავის აშენებას საუკუნის პროექტი უწოდა და განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება პირდაპირ კავშირშია ილტოს ხეობის სოფლების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.

    „წყალსაცავის ფუნქციონირება წყლით მომარაგების, ფართობების გასარწყავიანების და ენერგეტიკულ პროცესებს არეგულირებს, რასაც თავისთავად სასიცოხლო მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი დარგის განვითარებისთვის და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ილტოს ხეობაში ტურისტულ-რეკრეაციული ზონის და სამუშაო ადგილების შექმნა. ეს საუკუნის პროექტია, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მთელი კახეთისთვის მეტად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

    ილტოს ხეობაში კომუნისტების დროინდელი წყალსაცავის აღდგენა გასულ წელს დაანონსდა. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ დროს მოქმედი თავმჯდომარე გელა ჯუღაშვილი აცხადებდა, რომ პროექტის ფარგლებში მცირე ჰესის მოწყობა იგეგმება, რომელიც ხეობაში წყლის ყველაზე მცირე დებეტის დროსაც კი 13,6 მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]