ყოველ კვირას, ჭართალას, შახვეტილას, ნადუქნარის და საბუეს გზაზე, მიკროავტობუსში სულ 10-ოდე ადამიანი იყრის თავს, ძირითადად ასაკოვნები. კვირა ახმეტაში ბაზრის დღეა. ილტოს ხეობის მცხოვრებლები, ამ გზაზე ცვლიან ყოველდღიურ ამბებს იმის შესახებ, რომ თურმე ნადუქნარის სკოლა, მოსწავლეების არარსებობის გამო დახურულა; მეორე „კორონობის“ დროს ილტოს ხეობის სოფლებში დახმარება ჯერაც არავის მიუღია და 2020 წელიც ისე ჩაივლის, რომ „მთის სტატუსს“ ხეობის ბევრი სოფელი ისევ ვერ მიიღებს.
პანკისის ხეობის 15 სოფელში მოსახლეობის ბოლო, 2014 წლის აღწერით, 6 738 ადამიანი ცხოვრობს. ხეობის მოსახლეობის 60 %-ზე მეტი სოციალურად დაუცველი და საარსებო შემწეობის მიმღებია. ხეობა მცირემიწიანია, რის გამო არ არის განვითარებული სოფლის მეურნეობა, მდინარის ორივე ნაპირას სოფლებია და დანარჩენი ტყეს, დაცულ ტერიტორიებს უკავია. პანკისს ესაზღვრება ილტოს ხეობა, სადაც ასევე მძიმეა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ხეობის 7 სოფლიდან 2 უკვე ნასოფლარია, 5 სოფელში კი მხოლოდ 100-მდე ადამიანი ცხოვრობს.
ახმეტა – თიანეთის 30 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ განუცხადა.
16 თებერვალს, საქართველოს მწერალთა სახლში, პოეტ მიხეილ ღანიშაშვილის, იგივე „ილტოსპირელის“ ახალი წიგნის - „ყველაზე დიდი გული“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი პოეტის პირველი პროზაული კრებულია, რომელიც მკითხველთა ფინანსური შემოწირულობით 2017 წელს დაიბეჭდა. ღონისძიება 18:30 საათზე დაიწყება.
ახმეტის რაიონში, ილტოს ხეობის სოფელ ჭართალაში 118 მეტრი სიმაღლის და დაახლოებით 200 ჰექტარი ფართობის წყალსაცავი აშენდება. მშენებლობის წინა საპროექტო სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარი უკვე გამოყოფილია, რომელზეც ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხდდება.
თიანეთი-ახმეტის 30-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად აზერბაიჯანული კომპანია „AGT Menegment, Meslehet, Tikinti Xidmetleri MMC“ გამოცხადდა, რომელიც ქალაქ ბაქოშია რეგისტრირებული.