„ყველაზე კარგი, რაც ამ პანდემიამ დაგვანახა არის, ის, რომ ოჯახური ბიზნესი ფასობს. გადარჩენის შანსი ყველაზე მეტად ამ ბიზნესს აქვს“, – ამბობს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მრჩეველი ნატალია ბახტაძე პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში.
ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და განვითარებადი სექტორი იყო საქართველოში. 2019 წელს, რუსული ტურისტული ემბარგოს მიუხედავად, ტურისტული ვიზიტების მხრივ რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
„პანკისის ცუდი იმიჯი რომ დამსხვრეულიყო, თვითონ პანკისელებმა, სხვადასხვა ორგანიზაციებმა წლების განმავლობაში დიდი შრომა გაწიეს. მაგრამ, ის, რაც 21 აპრილს მოხდა, ტურისტული სეზონის დასაწყისში, რასაკვირველია ძალიან საზიანოა ხეობაში ტურიზმის განვითარებისთვის. ყველაფერი თავიდან გახდა დასაწყები“, - აცხადებს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მრჩეველი ნატალია ბახტაძე პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში.