თუშეთის ოცამდე სოფელს, მათ შორის: დართლოს, დიკლოს, შენაქოს, ომალოს, ზემო ომალოს, ბოჭორნას, ხახაბოს, დანოს, დოჭუს, ბეღელას, ჟველურთას, ვერხოვანს და კოკლათას 2017 წლის ივლისიდან ინტერნეტი ექნება. ამ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა „მთის ამბები“ ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ინტერნეტთან წვდომა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში თანაბრად უნდა იყოს შესაძლებელი. ქუმსიშვილის თქმით, 2-3 წელიწადში ინტერნეტის პრობლემა საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში მოგვარდება.