პანკისის ხეობიდან პოეზიის საღამოში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები სულეიმან გუმაშვილი, მუჰმად ნაციშვილი, კანეი მარგოშვილი, ეკა ქავთარაშვილი და ამჟამად სანტკ-პეტერბურგში მცხოვრები პოეტი მაია მარგოშვილი. ქისტებისადმი მიძღვნილ ლექსებს წაიკითხავენ ქართველი პოეტებიც, ტარიელ ხარხელაური, ეთერ თათარაიძე, ერეკლე საღლიანი და სხვები.
„საღამოს მიზანი ქისტური პოეზიის ქართული საზოგადოებისთვის გაცნობაა. ქისტი პოეტები საკუთარ შემოქმედებაში საქართველოს თემას ძალიან დიდი ადგილს უთმობენ და გვსურს, საზოგადოებამ ამის შესახებ გაიგოს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უხუცესი, ისე ახალგაზრდა პოეტები. ხეობაში არის რამდენიმე ახალგაზრდა პოეტი, მათ შორის არიან კანეი მარგოშვილი და ეკა ქავთარაშვილი. ისინი ფართო საზოგადოების წინაშე წარსდგებიან“, - უთხრა ღონისძიების ორგანიზატორმა მექა ხანგოშვილმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს.
ღონისძიებას ქალთა კავშირი „კავკასიელ ქალთა კონგრესი“ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მართავს. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.