18 მაისს, თბილისში, მწერალთა სახლში ქისტური პოეზიის საღამო გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილე ქისტი და ქართველი პოეტები საკუთარი შემოქმედებიდან იმ ლექსებს წაიკითხავენ, რომლებიც საქართველოსა და ვაინახების შესახებ არის დაწერილი. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება.
„ბოლო დროს, როცა ჩავდივარ ალვანში, გული მიკვდება იმიტომ, რომ ხმოვანზე მახვილმა სხვაგან გადაადგილება დაიწყო. ამას სხვა შეიძლება ვერ ხვდება, მაგრამ მე ვიცი, რომ იქ უკვე ინგრევა რაღაც და ძალიან არ მემეტება. თუშურ დიალექტს საფრთხე ემუქრება“, – ამის შესახებ პოეტმა და ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ პანკისის სათემო რადიო WAY–ს ეთერში განაცხადა.