• weather cur airplane

    მათე ალბუთაშვილის დაბადებიდან 155-ე წლისთავი ღონისძიებებით აღინიშნება

    შაბათი, 20 იანვარი 2018 20:42 view 1339
    მათე ალბუთაშვილის დაბადებიდან 155-ე წლისთავი ღონისძიებებით აღინიშნება

    ქისტი განმანათლებლისა და სასულიერო მოღვაწის მათე ალბუთაშვილის დაბადებიდან 155-ე წლისთავს, 30-31 იანვარს თბილისში ღონისძიებებით აღნიშნავენ. 30 იანვარს მწერალთა სახლში მისი ხსოვნის საღამო გაიმართება. 31 იანვარს კი მოსწავლეთა სასახლეში დაგეგმილია კონფერენცია თემაზე მათე ალბუთაშვილის შემოქმედება.

    მათე ალბუთაშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ქალთა კონგრესის“ თავმჯდომარე მექა ხანგოშვილია. ღონისძიებება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, კულტურის სამინისტროსა და გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით ტარდება.

    „მათე ალბუთაშვილის სახელს უკავშირდება პანკისის ხეობაში განათლების პირველი კერის გაჩენა. 155-ე წლისთავთან დაკავშირებით, იმართება ხსოვნის საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც პანკისის ხეობიდან - ქალთა საბჭო, უხუცესთა კავშირი და თემის სხვა წარმომადგენლები, ასევე პოეტები და მწერლები საქართველოს რეგიონებიდან. 31 იანვარს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართება კონფერენცია „მათე ალბუთაშვილის ბიოგრაფიული შტრიხები და მისი შემოქმედება“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეთა ეროვნულ სასახლესთან არსებული კავკასიური განყოფილების სტუდენტები და მოსწავლეები პანკისის, ჩარგლის და ყვარლის სკოლებიდან. მათე ალბუთაშვილს დიდი მეგობრული კავშირები ჰქონდა, როგორც ვაჟა-ფშაველასთან, ასევე ილია ჭავჭავაძესთან. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ სკოლებიდანაც მიეღოთ მოსწავლეებს მონაწილეობა“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს მექა ხანგოშვილმა.

    პედაგოგი, მკვლევარი, ეთნოგრაფი და მწერალი მათე ალბუთაშვილი 1863 წელს სოფელ ჯარეგოში დაიბადა. სასულიერო განათლება მან თბილისის სასულიერო სემინარიაში მიიღო, რომლის დასრულების შემდეგ, 1893 წელს, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მასწავლებლად გაამწესეს. 1894 წელს მათე ალბუთაშვილი ჯოყოლოს წმინდა გიორგის ეკლესიაში მღვდლად აკურთხეს. მისი ძალისხმევით ჯოყოლოში სკოლისთვის შენობა აშენდა, რომელიც ერთადერთი სკოლა იყო ხეობაში. 1913 წელს კი ორკლასიანი სასწავლებელი სოფელ ყვარელწყალშიც დააფუძნა.

     

    ამ თემაზე მოისმინეთ:

    ხასო ხანგოშვილის საავტორო გადაცემა - ქისტი განმანათლებელი მათე ალბუთაშვილი

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისში ტყის მცველებმა წითელ ნუსხაში შეტანილი არჩვი მოკლეს

    პანკისის ხეობაში, ხადორის ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის…

    სირიაში პანკისელების ოჯახის, მათ შორის 8 წლის ბავშვის დაღუპვა დადასტურდა

    ოჯახის წევრებმა სირიაში 34 წლის აღაზა ბორჩაშვილის, მისი მეუღლის, 36…

    ფინკა ბანკი ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებლის შეთავაზებას აგრძელებს

    ფინკა ბანკი 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებლებისთვის საინტერესო აქციების შეთავაზებას…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]