• ხასო ხანგოშვილის საავტორო გადაცემა - ქისტი განმანათლებელი მათე ალბუთაშვილი

    სამშაბათი, 31 ოქტომბერი 2017 17:37 view 20089
    ხასო ხანგოშვილის საავტორო გადაცემა - ქისტი განმანათლებელი მათე ალბუთაშვილი

    „მოაზღარ მაათ“ (მოძღვარი მათე) ასე მოიხსენიებდნენ ქისტები მათე ალბუთაშვილს - პანკისის ხეობაში სწავლა-განათლების ფუძემდებელსა და სასულიერო მოღვაწეს.

    მათე ალბუთაშვილი მითხოელი (მალხისტის თემი) იყო. ის 1863 წელს სოფელ ჯარეგოში დაიბადა. შემდგომში მისი მშობლები თიანეთში, სოფელ ჩაბანოში გადმოსახლდნენ, სადაც იმ დროისთვის ემიგრირებული ქისტები ცხოვრობდნენ. ამის გამო ჩაბანოს ხეობას მთიანეთის ქისტეთსაც კი უწოდებდნენ. 1874 წელს მათე ალბუთაშვილი თიანეთის სკოლაში შეიყვანეს, კახეთში გადმოსახლების შემდეგ სწავლა ალვნის დაწყებით სკოლაში განაგრძო, 1880 წლიდან კი თელავის სემინარიაში სწავლობდა. მათე ალბუთაშვილმა სასულიერო განათლება თბილისის სასულიერო სემინარიაში მიიღო, რომლის დასრულების შემდეგ, 1893 წელს, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მასწავლებლად გაამწესეს.

    1894 წელს მათე ალბუთაშვილი ჯოყოლოს წმინდა გიორგის ეკლესიაში მღვდლად აკურთხეს. მისი ძალისხმევით ჯოყოლოში სკოლისთვის შენობა აშენდა, რომელიც ერთადერთი სკოლა იყო ხეობაში. 1913 წელს კი ორკლასიანი სასწავლებელი სოფელ ყვარელწყალში დააფუძნა.

    მათე ალბუთაშვილი იყო პედაგოგი, მკვლევარი, ეთნოგრაფი, მწერალი. მისი ნაშრომები გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდებოდა. მას ეკუთვნის პანკისის ხეობის ეთნოგრაფიულ-გეოგრაფიული აღწერა.

    რა ურთიერთობა ჰქონდა მათე ალბუთაშვილს მუსლიმ ქისტებთან და რას წერდა ის პანკისის ყოფა-ცხოვრებაზე? როგორ განვითარდა მისი ცხოვრება და მოღვაწეობა საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ? რა კავშირი ჰქონდა მას ვაჟა-ფშაველასთან?

    მათე ალბუთაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ქისტი მწერალი და უხუცესი ხასო ხანგოშვილი გიამბობთ.

    ყოველკვირეული გადაცემა პანკისის ხეობის აქტუალური საკითხების, უახლესი ისტორიიდან ფაქტების შესახებ - გადაცემის მოსმენა პანკისის სათემო რადიო WAY-ის http://radioway.ge/live.html ეთერში შესაძლებელია ყოველ სამშაბათს, 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე. გადაცემის განმეორებით მოსმენა შეგეძლებათ ყოველ შაბათს, 14:00 საათზე.

    ავტორი და წამყვანი: ხასო ხანგოშვილი

    ხმის რეჟისორი: ისლამ გორგიშვილი

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]