8 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) - საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი განამტკიცებს თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს – ინფორმაციის თავისუფლებას, როგორც პიროვნების თავისუფალი განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას.
2 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) – გადაცემაში გენდერულ საკითხებზე, ქალთა უფლებებზე, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ქალთა მონაწილეობის შესაძლებლობებზე, ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ვსაუბრობთ.
1 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) - საქართველოს პოლიცია არის სამართალდამცავი დაწესებულება, რომლის უმთავრეს ფუნქციას საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა წარმოადგენს. ამ ფუნქციის შესასრულებლად პოლიცია ვალდებულია განახორციელოს როგორც პრევენციული ღონისძიებები, ისე სამართალდარღვევებზე რეაგირება. იმავდროულად, პოლიციამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიცვას კანონიერების, თანაზომიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპები.
26 ოქტომბრის ჩანაწერი (2016 წ) – გადაცემაში ვსაუბრობთ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურსა და წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებზე.
25 ოქტომბრის ჩანაწერი (2016) – საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილებით დამტკიცდა ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების პრივატიზების სახელმწიფო პროგრამა.
19 ოქტომბრის ჩანაწერი (2016 წ) – რატომ ვერ მოიგო „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული არჩევნები კახეთის 6 საარჩევნო ოლქიდან ხუთში, პირველივე ტურში;