თუშეთში ტურისტული სეზონის დასრულებამდე ორი თვე დარჩა და მუნიციპალიტეტის გამგეობას შიდა გზები ამ დრომდე არ გაუწმენდია. პირიქითის ხეობაში სოფელ გირევთან მისასვლელი გზა იმდენად არის დაზიანებული, რომ გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებსაც უჭირთ. დართლოს გზაზე ადგილობრივებმა 5 მეტრიანი ზვავი ხელით და ბენზოხერხებით გაჭრეს. ჩანგრევაზეა შენაქო–დიკლოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი შვებულებაშია და დროს ბრიტანეთში ატარებს.
5 აპრილის ჩანაწერი (2017 წ) – 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტს ფლობენ, ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. მანამდე, 2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტსაც.
4 აპრილის ჩანაწერი (2017 წელი) – 2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომელიც 7 მაისს გამოქვეყნდა და მაშინვე შევიდა ძალაში. ამ კანონის თანახმად, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია ანდა წაქეზება, იძულება ან ხელშეწყობა ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციისკენ.