29 მარტის ჩანაწერი (2017 წ) – რატომ არის ხელმიუწვდომელი წალკის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლება; რა ნეგატიურ გავლენას ახდენს ეს ბავშვებზე; რას და როდის გეგმავს ხელისუფლება ამ პრობლემის მოსაგვარებლად; როგორ ახერხებენ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ბავშვები სასკოლო განათლების მიღებას; რა პირობებში უწევთ მათ ცხოვრება სკოლებთან არსებულ პანსიონებში; რა ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში და რა ზეგავლენას იქონიებს ის მთაში შემორჩენილ მოზარდებზე;
28 მარტის ჩანაწერი (2017 წელი) – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირებისთვის პრიორიტეტი უმეტესად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა. თუმცა, როგორც წესი, ადმინისტრაციული საქმისწარმოებისა და დანაშაულთა გამოძიების შედეგად ზიანის დაკისრება არ ხდება. მოქალაქეს განუმარტავენ, რომ მას უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს სამოქალაქო სარჩელით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეაქვს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, პროგრამის სერვისების მოცულობა მოქალაქეების ინდივიდუალური შემოსავლის მიხედვით განისაზღვრება.
ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 24 სასოფლო სამეურნეო კოოპერატივიდან 3 პანკისის ხეობაშია. კოოპერატივი „ურთანაული“ სოფელ ძიბახევში მეფუტკრეობას მისდევს, „სპეროზა“ და „პანკისი 2015“ კი სოფელ დუისში რეგისტრირებული მესაქონლეობის კოოპერატივებია. „პანკისი 2015-ის“ თავმჯდომარე ნოდარ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არსებულ კოოპერატივებს განვითარებაში უშლის ხელს.
22 მარტის ჩანაწერი (2017 წ) – მოძველებული და გაუმართავი ქსელის გამო კახეთში ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით ყველაზე მძიმე სიტუაცია პანკისის ხეობაშია, სადაც მოსახლეობა უშუქოდ რამდენიმე დღეც კი რჩება. ამასთან, დაბალია ძაბვა, რის გამოც საწარმოებს სრული დატვირთვით მუშაობა უჭირთ და ტექნიკაც ხშირად გამოდის მწყობრიდან. შეფერხებებით მაუწყებლობს პანკისის სათემო რადიოც.