7 ნოემბრის ჩანაწერი (2017 წელი) - პოლიცია, როგორც სამართალდამცავი ორგანო, უფლებამოსილია გამოიყენოს იძულების ღონისძიებები, რაც მოიცავს სამ კომპონენტს: ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას.
31 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წელი) - პოლიცია სამართალდამცავი დაწესებულებაა, რომლის უმთავრესი ფუნქციაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაა. პოლიცია ვალდებულია განახორციელოს როგორც პრევენციული ღონისძიებები, ისე სამართალდარღვევებზე რეაგირება. იმავდროულად, პოლიციამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიცვას კანონიერების, თანაზომიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპები.
24 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წელი) – ადამიანის სიცოცხლის დაცვა ნებისმიერი სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მიხედვით, „სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“. სიცოცხლის უფლება უმნიშვნელოვანესია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ იგი განაპირობებს სხვა უფლებებით სარგებლობას.
საიდან მოდის სიტყვა „აბრაგი“? რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან ქისტ და ქართველ მთიელ აბრაგებს? რა საქმიანობას ეწეოდნენ ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ? როგორ შეიქმნა სოფელ ბირკიანში ანტი-აბრაგული შტაბი და როგორ შემოირიგა საბჭოთა ხელისუფლებამ ქისტი აბრაგების ბოლო ჯგუფი პანკისის ხეობაში?
19 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წ.) - პანკისის სათემო რადიოს ეთერში წინასაარჩევნო დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მოვიწვიეთ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, სოფელ დუისიდან საკრებულოს დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი თამაზ (მათე) ქავთარაშვილი.