ახმეტა–თიანეთის 30 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2018 წლიდან მიმდინარეობს, 2021 წლის 31 მაისს უნდა დასრულდეს. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.
რთული მეტეოროლოგიური პირობების, თოვლის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე, ე.წ. სვიანას ტერიტორიიდან თუშეთის სოფელ ომალომდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.