• ახმეტა–თიანეთის გზის რეაბილიტაცია მაისში დასრულდება

    ორშაბათი, 04 იანვარი 2021 14:22 view 3046
    ახმეტა–თიანეთის გზის რეაბილიტაცია მაისში დასრულდება

    ახმეტა–თიანეთის 30 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2018 წლიდან მიმდინარეობს, 2021 წლის 31 მაისს უნდა დასრულდეს. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.

    როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ამ დროისთვის შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების 60%.

    თიანეთი–ახმეტა–ყვარელი-–ნინიგორის (კმ1-კმ30) საავტომობილო გზის სარებილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით დეპარტამენტსა და ბაქოში რეგისტრირებულ კომპანიას - შპს „AGT MENEGMENT MESLEHET TIKINTI XIDMETLERI“-ს შორის ხელშეკრულება 2017 წელს გაფორმდა. სამუშაოები 20 თვეში უნდა დასრულებულიყო.

    საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 18 964 873 ლარია. პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება.

    ახმეტა–თიანეთის გზა ილტოს ხეობის სოფლებზე გადის. როგორც ადგილობრივებმა რადიოსთან განაცხადეს, საავტომობილო გზის არარსებობა ხეობაში ტურიზმის განვითარებას უშლის ხელს და უარყოფითად აისახება ხეობაში დარჩენილი მოსახლეობის ცხოვრებაზე.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]