27 აპრილს, ახმეტაში, მწერალი გელა ჩარკვიანი ახალ წიგნს „ნაგერალა 2“-ს წარადგენს და მკითხველს მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრება. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება ახმეტის კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკაში. დასწრება თავისუფალია.
23 მარტს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილე, თომას მორისი პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შეხვდება და მიაწვდის ინფორმაციას მცირე გრანტების პროგრამის შესახებ, რომელიც USAID-ის Zrda პროექტის ინიციატივას წარმოადგენს. შეხვედრა დუისის საზოგადოებრივ ცენტრში, 12:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართება. სხდომას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გახსნის.