Covid 19-ის პანდემიის გამო პანკისის სათემო რადიო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვით მუშაობდა, დღეიდან კი მთლიანად მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 1696 პაციენტი, ხოლო 7 – გარდაიცვალა. გარდაცვალების ერთი შემთხვევაა კახეთში და 6 აჭარაში. დღეს დადასტურებული 1852 ახალი შემთხვევიდან თბილისშია 650, ხოლო რეგიონებში მონაცემები ასეთია: იმერეთი - 441, აჭარა – 389, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 114, ქვემო ქართლი - 68, შიდა ქართლი - 51, მცხეთა-მთიანეთი - 51, გურია - 28, სამცხე-ჯავახეთი - 27, კახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.
საქართველოში კორონავირუსის 15 411 აქტიური შემთხვევაა. აქედან 4293 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მათგან 519-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 პაციენტი.
პანკისის სათემო რადიო თანამშრომლებს და სხვა კოვიდინფიცირებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.