პანკისის სათემო რადიოს ორ თანამშრომელს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი თავს კარგად გრძნობენ და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატანთან საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.