• როგორ იმოქმედა კორონავირუსის პანდემიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე

    ხუთშაბათი, 31 დეკემბერი 2020 13:41 view 1677
    როგორ იმოქმედა კორონავირუსის პანდემიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე

    ყრუთა კავშირის კახეთის ორგანიზაციის ძველი საცხოვრებელი რომ არა, კორონავირუსის პანდემიის გამო მაია დანელიშვილი უმუშევარი დარჩებოდა, ისევ მხოლოდ 100 ლარიანი პენსიის ამარა. 100 ლარი კი საქსტატის მიერ, შრომისუნარიანი ადამიანისთვის გამოთვლილ საარსებო მინიმუმზე ბევრად, 68 ლარით დაბალია.

    მაია დანელიშვილი რამდენიმე წელია თელავის სათნოების სახლში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, მაია არჩევანის წინაშე დადგა: სახლიდან სამსახურამდე ტაქსით უნდა ევლო, რაც იაფი არ არის. მაია კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს და მგზავრობის ყოველდღიური ხარჯი სულ მცირე 20 ლარს აღწევს. მისი ყოველთვიური ხელფასი კი 400 ლარია, რაც ტრანსპორტირებისთვისაც არ იქნებოდა საკმარისი. მაიას შეეძლო სამსახურთან ახლოს ბინა ექირავებინა, თუმცა მისი ხელფასი არც ბინის ქირისა და კომუნალური გადასახადების გადახდას ეყოფოდა.

    ყრუთა კავშირის მიერ მისთვის თელავში პატარა საცხოვრებელი სახლის დათმობა, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოჩნდა. ახლა მაიას დროებითი საცხოვრებლიდან სამსახურამდე დაახლოებით 2 კილომეტრია. რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ გაჩერებულია, მაიას გადაადგილებაში მეუღლე, ივანე დანელიშვილი ეხმარება. ისიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მისი ერთადერთი შემოსავალიც ასლარიანი პენსიაა. ივანე წუხს, რომ პანდემიის გამო დღიური სამუშაოებიც შემცირებულია.

    დასაქმების კუთხით პრობლემები პანდემიამდეც ჰქონდათ. "დამსაქმებელთან ჟესტური ენის თარჯიმნის გარეშე თუ მივიდოდი, გაუგებრობა იქმნებოდა. ხშირად აგრესიულები ხდებოდნენ. მე შრომა შემიძლია, რასაც დამავალებენ, თუ კარგად ამიხსნიან, ყველაფერი შემიძლია გავაკეთო. დასაქმების მხარდაჭერაშიც და არამხოლოდ, თარჯიმნებს დიდი როლი აქვთ, ისინი კი საკმაოდ ცოტანი არიან. ამიტომ, მე მთავრობას ვთხოვ, რომ ხელშეწყობა მოხდეს და ჟესტური ენის მეტი თარჯიმანი გვეხმარებოდეს", - ამბობს ივანე.

    თელავის სათნოების სახლი შშმ პირთა დასაქმების კუთხით კარგი გამონაკლისია. ორგანიზაციაში რამდენიმე შშმ პირი ჰყავთ დასაქმებული.

     

    ამ თემაზე:

    ცხოვრება 150 ლარით პანდემიაში - შშმ დედა 5 წლის შვილით

     

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]