• გომბორის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

    ხუთშაბათი, 24 ნოემბერი 2016 12:11 view 7555
    გომბორის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

    გომბორის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები არ მოქმედებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის საგზაო სამმართველოში განუცხადეს, უღელტეხილზე არ თოვს და გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია. მოძრაობა შესაძლებელია ზაფხულის საბურავებითაც.

    „ამ დროისთვის ვაზიანი – გომბორი – თელავის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გზა თავისუფალია. მთიანი ადგილია და ყოველ წუთს შესაძლოა მდგომარეობა შეიცვალოს, რის გამოც მძღოლებს ვურჩევთ, მოძველებული ზაფხულის საბურავებით მოძრაობისგან თავი შეიკავონ“,- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის საგზაო სამმართველოს უფროსმა თამაზ აბდულაშვილმა.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ზოგან მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა -1, +4 გრადუსი იქნება. ღამის საათებში ბარში ყინვებია მოსალოდნელი -2, -7 გრადუსის ფარგლებში.

    25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შედარებით დათბება და უნალექო ამინდი იქნება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]