გომბორის უღელტეხილთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ერთმანეთს პიკაპის ტიპის და „ვაზ-2107“-ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. გარდაცვლილი, 35 წლის მამაკაცი თელავის რაიონის სოფელ ყარაჯლიდანაა, ორი დაშავებული კი პანკისის ხეობის მკვიდრია.
გომბორის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები არ მოქმედებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის საგზაო სამმართველოში განუცხადეს, უღელტეხილზე არ თოვს და გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია. მოძრაობა შესაძლებელია ზაფხულის საბურავებითაც.