• მაღალმთიან დასახლებებში სამედიცინო პერსონალისთვის დანამატების გაცემის წესი შეიცვალა

    კვირა, 18 დეკემბერი 2016 22:12 view 3544
    მაღალმთიან დასახლებებში სამედიცინო პერსონალისთვის დანამატების გაცემის წესი შეიცვალა

    მაღალმთიან დასახლებებში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმებისა და ექთნებისათვის დანამატების გაცემის პირობებში ცვლილებები შევიდა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 13 დეკემბერს დაამტკიცა.

    ცვლილების თანახმად, მაღალმთიანი დასახლების სამედიცინო პერსონალისთვის დადგენილი სპეციალური შეღავათები გავრცელდება არა მარტო სახელმწიფოს 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ დაწესებულებებზე, არამედ ასევე შესაბამისი მუნიციპალიტეტების 100 %-იანი წილით დაფუძნებულ და მათ მფლობელობაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებზეც.

    აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში დანამატებს მიიღებენ მხოლოდ ის ექიმები და ექთნები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

    გარდა ამისა, მაღალმთიან დასახლებებში მომუშავე ექიმებსა და ექთნებს 2016 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 1იანვრამდე პერიოდში კუთვნილი დანამატები (ექიმებს - სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობა, ექთნებს - სახელმწიფო პენსიის ერთმაგი ოდენობა) სრულად მიეცემათ მხოლოდ იმ პირობით, თუკი მათ საანგარიშო თვეში არ გამოუყენებიათ საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შეღავათი ექვსი ათას ლარამდე შემოსავლის დაბეგვრისაგან გათავისუფლების თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში საანგარიშო თვეში გამოყენებული შეღავათი გამოაკლდება გადასარიცხი დანამატის ოდენობას.

    იმ სამედიცინო პერსონალს, ვისაც აღნიშნულ პერიოდში ზედმეტად ჩაერიცხა დანამატი, - ანუ ვინც საგადასახადო შეღავათითაც ისარგებლა და დანამატიც სრული ოდენობით მიიღო, - ამ თანხის უკან დაბრუნება მოუწევთ. გადაწყვეტილებას ზედმეტად ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მიიღებს.

    აღსანიშნავია, რომ ასეთი შეზღუდვა 2017 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება და მაღალმთიან დასახლებებში დასაქმებული ექიმები და ექთნები სრული ოდენობით მიიღებენ კუთვნილ დანამატებს.

    ამასთან, გაიზარდა დანამატის მიღების უფლების მქონე პერსონალის სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა და მას დაემატა: შპს „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანება“ (მესტიის მუნიციპალიტეტი); შპს „ჭუბერი-უშგულის სპეციალიზირებული ამბულატორიული მომსახურეობა“ (მესტიის მუნიციპალიტეტი); შპს „ნიქოზის ამბულატორია“ (თვითმმართველი თემი − გორის მუნიციპალიტეტი); შპს „ბარისახოს ამბულატორია დღის სტაციონარი“ (დუშეთის მუნიციპალიტეტი); შპს „შატილის საექიმო ამბულატორია“ (დუშეთის მუნიციპალიტეტი).

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]