მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს, რომლებიც თვეში 100 კილოვატ საათ ან უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, საფასურის 50 % სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა აუნაზღაურდეთ. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეს შეღავათი 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა, თუმცა სოფელ დუისის მცხოვრებლები ამბობენ, რომ იანვარში ელექტროენერგიის შეღავათიანი ტარიფით ვერ ისარგებლეს.
მაღალმთიან დასახლებებში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმებისა და ექთნებისათვის დანამატების გაცემის პირობებში ცვლილებები შევიდა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 13 დეკემბერს დაამტკიცა.
20 სექტემბრის ჩანაწერი (2016 წ) – გადაცემის თემაა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობის წესები.
სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2016 წლის 1 სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარება იქნა შემოღებული.