• პანკისის ხეობაში აბონენტები ელექტროენერგიის შეღავათიანი ტარიფით ვერ სარგებლობენ

    სამშაბათი, 14 თებერვალი 2017 16:27 view 3928
    პანკისის ხეობაში აბონენტები ელექტროენერგიის შეღავათიანი ტარიფით ვერ სარგებლობენ

    მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს, რომლებიც თვეში 100 კილოვატ საათ ან უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, საფასურის 50 % სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა აუნაზღაურდეთ. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეს შეღავათი 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა, თუმცა სოფელ დუისის მცხოვრებლები ამბობენ, რომ იანვარში ელექტროენერგიის შეღავათიანი ტარიფით ვერ ისარგებლეს.

    „ძალიან მოხარული ვიყავი, რომ ასეთი შეღავათები გვექნებოდა ადგილობრივ მცხოვრებლებს, მთიან რეგიონში რადგან ვართ ჩათვლილები. როგორც ჩანს, ეს შეღავათი ჯერ-ჯერობით არ არის. აი, ხელში მიჭირავს  ქვითარი და არავითარი შეღავათი არ ჩანს“.

    „გადასახადი როგორც ადრე იყო, ახლაც ისე მოგვდის“.

    „არავითარი ყურადღება არ მიმიქცევია. ჩვეულებრივ ვიხდი. იგივე თანხა მოგვდის საშუალოდ, რასაც აქამდე ვიხდიდით“.

    პანკისის სოფლების ელექტრომამარაგებას „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ უზრუნველყოფს. კომპანიის ინფორმაციით, ხეობაში სულ 2125 აბონენტია რეგისტრირებული. მათივე განცხადებით, კომპანიას არ აქვს იმ აბონენტების სია, ვისაც შეღავათები ეხებათ.

    „პრობლემას წარმოადგენს თითოეული ბენეფიციარის იდენტიფიკაცია. არც სოციალური მომსახურების სააგენტოს და არც ჩვენ კომპანიას არ გააჩნია მათი პირადობის ნომრები. ხოლო მეორეს მხრივ, ჯერ კიდევ არ არის დადგენილი სოციალური შემწეობის მიმღები აბონენტები დუბლირებულად ისარგებლებენ თუ არა ახლადამოქმედებული კანონით დაწესებული შეღავათებით“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ბექა ბარამიძემ.

    სოციალური მომსახურების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები აბონენტების პირადი ნომრები მათ ენერგოკომპანიამ უნდა მიაწოდოს.

    „იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ მთაში მცხოვრების სტატუსი, უცილებლად უნდა მიაწოდონ თავისი პირადი ნომერი ენერგოდისტრიბუციას იმიტომ, რომ ენერგოკომპანია გვაწვდის ჩვენ აბონენტების ნომრებს და სასურველია პირადი ნომრებიც ახლდეს ამ მონაცემებს. რა თქმა უნდა, თუ გადაიხადეს იანვრის გადასახადი, სააგენტო ჩარიცხავს კონკრეტული ენერგოკომპანიის ანგარიშზე ამ თანხას და სავარაუდოდ, კომპანია გამოუქვითავს მომდევნო თვეებში“, - აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

    კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო, მაღალმთიან დასახელბაში  მუდმივად მცხოვრები პირებისთვის რიგ სოციალურ და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს. ამასთან, სოციალური შეღავათების მიღება არ არის საარსებო შემწეობის გაუქმების საფუძველი და არ ჩაითვლება შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებად.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]