• პანკისის ხეობაში DCFTA-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

    ოთხშაბათი, 05 აპრილი 2017 14:52 view 3343
    პანკისის ხეობაში DCFTA-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

    6 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი“ პანკისის ხეობაში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. ღონისძიება პანკისის სათემო რადიოWAY-ს ოფისში გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.

    საინფორმაციო შეხვედრის თემა ევროპული ბაზრის შესაძლებლობები და ევროპაში ქართველი ფერმერებისა და მეწარმეების პროდუქციის ექსპორტია. საუბარი იქნება მესაქონლეობის, მეფუტკრეობის და სხვა სასოფლო-სამეურნეო დარგების პერსპექტივებზე.

    შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ ადგილობრივ ფერმერებს, მეწარმეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

    DCFTA საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ევროკავშირის შიდა ბაზარს ხსნის.

    DCFTA გულისხხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. გარდა ამისა, DCFTA მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს (სურსათის უვნებლობა, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ფინანსური მომსახურება და სხვა) და ითვალისწინებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

    DCFTA 2014 წლის 1 სექტემბრიდან ოფიციალურად ამოქმედდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]