5 აპრილის ჩანაწერი (2017 წ) – 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტს ფლობენ, ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. მანამდე, 2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტსაც.
6 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი“ პანკისის ხეობაში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. ღონისძიება პანკისის სათემო რადიოWAY-ს ოფისში გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.
28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტს ფლობენ, ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. მოქალაქეებს ვიზის გარეშე გამგზავრება შეუძლიათ ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევრ ქვეყანაში. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზის გარეშე, ბიომეტრიული პასპორტით შესვლის საშუალებას მისცემს. ევროკავშირის ქვეყანაში დარჩენა 180-დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, თუმცა ეს რეჟიმი არ შეეხება განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით განხორციელებულ გრძელვადიან ვიზიტებს.