ოჯახის წევრებს ლევან ტოხოსაშვილის და მისი ცოლ–შვილის გარდაცვალების შესახებ სირიიდან დღეს, დილით შეატყობინეს. ლევან ტოხოსაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრი იყო. სირიაში იმყოფება ლევან ტოხოსაშვილის ძმაც.
გარდაცვლილთა ახლობლებმა პანკისის სათემო რადიო WAY–ს უთხრეს, რომ სირიიდან მიღებული ინფორმაციით, ტოხოსაშვილების ოჯახი დაბომბვაში მოჰყვა.
ლევან ტოხოსაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოდან დაახლოებით 2 წლის წინ წავიდა. სირიაში ის თურქეთიდან გადავიდა. პანკისში, სოფელ ომალოში დედა, მისი და და ძმა ცხოვრობენ.
სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 24 პანკისელი ემსხვერპლა:
25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი (მაისი, 2017)
20 წლის რამზან ბაღაკაშვილი (დეკემბერი, 2016)
24 წლის მუხმად ხანგოშვილი (ნოემბერი, 2016)
21 წლის სულთან გუმაშვილი (აგვისტო, 2016 )
30 წლის თარხან ბათირაშვილი (ივლისი, 2016)
34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი, 2016)
26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი (ივლისი, 2016)
39 წლის ომარ მარგოშვილი (ივნისი, 2016)
22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი (ივნისი, 2016)
39 წლის ვახა ბუგიევი (აპრილი, 2016)
24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი, 2016)
22 წლის მუხმად თურქოშვილი (იანვარი, 2016)
23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი, 2015)
33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი, 2015)
24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი, 2015)
18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი, 2014)
21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი, 2014)
22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი, 2014)
18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი, 2014)
36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი, 2014)
24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი, 2013)
26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი, 2013)
40 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი, 2013)
23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო, 2012)