• ახმეტის საკრებულოს პირველი სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება

    ხუთშაბათი, 16 ნოემბერი 2017 00:38 view 4287
    ახმეტის საკრებულოს პირველი სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება

    ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა 20 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. ახმეტის ახალარჩეულ საკრებულოს 31 წევრი ჰყავს, მათგან 16 მაჟორიტარია, 15 კი პროპორციული სისტემით არჩეული.

    „ქართულმა ოცნებამ“ ახმეტის საკრებულოში 21 წევრი შეიყვანა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 4, „ევროპულმა საქართველომ“ - 2, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ლეიბორისტული პარტია“ კი თითო-თითო დეპუტატით არიან წარმოდგენილები. საკრებულოს ორი წევრი დამოუკიდებელი მაჟორიტარია.

    რაც შეეხება გენდერულ შემადგენლობას, ახმეტის საკრებულოში მხოლოდ 5 ქალია, საიდანაც 4 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, 1 კი „პატრიოტთა ალიანსის“.

    მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით „ქართული ოცნებიდან“ არჩეული დეპუტატები არიან: ნუგზარ ალავიძე, არჩილ შათირიშვილი, რამაზ ბაღაკაშვილი, ლევან ითიურიძე, მაგდანა ალხანაშვილი, თამაზ წითელაური, სუხოშვილი, დავით იმერლიშვილი, ანზორ ხიზანაიძე, რევაზ გახუაშვილი, იური მრელაშვილი, ლევან უძილაური და თამაზ ბორჩაშვილი.

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით ახალკაციშვილია (ოჟიო). დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატები ლევან გოგოთიძე (კასრისწყალი) და დავით ავაზაშვილი (ქისტაური) გახდნენ.

    რაც შეეხება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ დეპუტატებს, „ქართული ოცნების“ პროპორციული სიიდან საკრებულოში წარმოდგენილები არიან: ზაზა მიგრიაული, თამარ ყეინიშვილი, მარეხ კოხტაშვილი, ბიძინ ჭიჭიკლიშვილი, თიკო მგელიაშვილი, არჩილ მექვევრიშვილი, არსენ ბუღრიძე და გიორგი ხუცურაული.

    „ევროპული საქართველოდან“ საკრებულოს დეპუტატები გელა ჭვრიტიძე და ფირუზ შიომღვდლიშვილი გახდნენ.

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით დეპუტატის მანდატი შაქრო ტერტერაშვილმა, გიორგი მაისურაძემ და ვალერიან დედაბრიშვილმა მოიპოვეს.

    „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ საკრებულოს წევრი თინათინ მოზაიძე იქნება, ხოლო „ლეიბორისტული პარტიიდან“ - თეიმურაზ ბოდაველი.

    საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკრებულოების პირველ სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისია იწვევს არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]