• სირიაში პანკისელი გიორგი მარგოშვილი (ფეიზულა კუშტანაშვილი) დაიღუპა

    ორშაბათი, 18 დეკემბერი 2017 00:02 view 9332
    სირიაში პანკისელი გიორგი მარგოშვილი (ფეიზულა კუშტანაშვილი) დაიღუპა

    სირიაში, საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი, 1978 წლის 7 დეკემბერს დაბადებული გიორგი მარგოშვილი (იგივე ფეიზულა კუშტანაშვილი) დაიღუპა. ოჯახის წევრებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს და სოფელ დუისში სამძიმარს იღებენ. გიორგი მარგოშვილს პანკისში მშობლები, ძმა და სამი შვილი დარჩა. მისი მეუღლეც სირიაშია.

    გიორგი მარგოშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილეა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ის ერთ-ერთი წევრი იყო 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ლოპოტას ხეობაში შესული 17 კაციანი შეიარაღებული ჯგუფისა, რომელიც დაღესტანში გადასვლას ცდილობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ჯგუფის 7 წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა, 10 კი ცოცხალი გადარჩა. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მანსურ შუდინოვი თავის ჩვენებაში, რომელიც მან სოციალურ ქსელებში გაავრცელა, ამბობს, რომ სწორედ ფეიზულას ევალებოდა ლოპოტას ხეობიდან შეიარაღებული ჯგუფის საქართველო-დაღესტნის საზღვრამდე მიყვანა. ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, შეიარაღებული ჯგუფის ცოცხლად გადარჩენილმა წევრებმა საქართველოს ტერიტორია ვალეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ხელისუფლების დახმარებით დატოვეს და თურქეთში გადავიდნენ. ჯგუფის რამდენიმე წევრი 2013 წელს სირიაში გადავიდა და სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.

    ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი (იგივე სალაჰუდინ შიშანი) სირიაში დაჯგუფება „ჯეიშ-ალ-მუხაჯირინ ვალ-ანსარს“ სათავეში 2013 წლის ბოლოს ჩაუდგა, მას შემდეგ, რაც მისი ყოფილი მეთაური აბუ უმარ ალ-შიშანი (თარხან ბათირაშვილი) თავის მებრძოლების ნაწილთან ერთად ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა და ჩრდილოეთის ფრონტის მეთაურად დაინიშნა. 2015 წლის სექტემბერში YouTube-ში გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც სალაჰუდინ შიშანი საკუთარ თავს და მხარდამჭერებს სირიაში „კავკასიის ემირატის“ მუჯაჰედებს უწოდებდა.

    2015 წლის ოქტომბერში სალაჰუდინ შიშანი და მისი მომხრეები გამოეყვნენ „ჯეიშ-ალ-მუხაჯირინ ვალ-ანსარს“. დაჯგუფებაში დარჩენილი მებრძოლები, ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიელები, შეუერთდნენ „ჯებჰატ ალ ნუსრას“, რომელიც როგორც სირიის ხელისუფლების, ისე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვის.

    სირიაში ყოფნის პერიოდში გიორგი მარგოშვილმა პანკისიდან მეუღლეც წაიყვანა.

    პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 26 პანკისელი ემსხვერპლა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]