• weather cur horoscope

    პანკისში აიუფ ბორჩაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

    სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017 15:42 view 2437
    პანკისში აიუფ ბორჩაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

    პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, ტერორიზმის ხელშეწყობაში მსჯავრდებული ყოფილი იმამის, აიუფ ბორჩაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში 40-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

    აიუფ ბორჩაშვილის დედის მარიამ ბორჩაშვილის თქმით, ის პირი, ვინც პანკისიდან სკოლის მოსწავლეები, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი სირიაში გაგზავნა, თავისუფალია, მისი შვილი კი მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ თარხან ბათირაშვილთან მეგობრობდა.

    აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ, აიუფ ბორჩაშვილის გათავისუფლება თუ ვერ მოხდება, სასჯელი მაინც შეუმსუბუქონ, რადგან ის 9 შვილის მამაა და მათივე განმარტებით, საქართველოს საზიანოდ არაფერი ჩაუდენია.

    36 წლის აიუფ ბორჩაშვილი და მასთან ერთად კიდევ 3 პირი კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა 2015 წლის 14 ივნისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აიუფ ბორჩაშვილი არის ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში. იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, სირიაში მათ გამგზავრებას უზრუნველყოფდა. აიუფ ბორჩაშვილს ბრალი ედება სკოლის მოსწავლეების გადაბირებასა და სირიაში გაგზავნაშიც. 2016 წლის 7 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აიუფ ბორჩაშვილი დამნაშავედ სცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    პანკისში დღეს გამართულ აქციაში ტერორიზმის ხელშეწყობაში მსჯავრდებული, ჯოყოლოს მკვიდრის, 30 წლის დავით ბორჩაშვილის ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ.

    დავით ბორჩაშვილის დედის განცხადებით, სტამბოლიდან დეპორტირებული ბორჩაშვილი თბილისში მან ჩამოიყვანა, 2015 წლის 20 ნოემბერს, რადგან მის შვილს ოპერაცია სჭირდებოდა. აეროპორტში დავით ბორჩაშვილს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს და რამდენიმე საათის შემდეგ, ისევ თურქეთში დააბრუნეს. 22 ნოემბერს, თურქმა სამართალდამცავებმა დავით ბორჩაშვილი კვლავ საქართველოში დააბრუნეს. ბორჩაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სისხლის სამართლის კოდექსის 328–ე მუხლით დააკავეს, რომელიც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს. პროკურატურის მტკიცებით, დავით ბორჩაშვილი სირიის რესპუბლიკაში შეუერთდა ტერორისტული ორგანიზაციის  წევრებს და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა შეიარაღებულ-საბრძოლო მოქმედებაში. ბორჩაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ტერორისტული საქმიანობისთვის ძებნილი ცეზარ ტოხოსაშვილი უკრაინაში დააკავეს

    ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, უკრაინაში, ქალაქ კიევში, საქართველოს მოქალაქე ცეზარ…

    სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

    პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ქუშანაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების თქმით,…

    ხელისუფლებამ პანკისში ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჩერა - უხუცესი

    პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პანკისის…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]