• თურქეთში კანონიერი ქურდი დავით ალხანაშვილი მოკლეს

    შაბათი, 23 დეკემბერი 2017 23:25 view 13862
    თურქეთში კანონიერი ქურდი დავით ალხანაშვილი მოკლეს

    თურქეთში, ქალაქ სტამბოლში კანონიერი ქურდი, 36 წლის დავით ალხანაშვილი, იგივე „დათო პანკისკი“ მოკლეს. ინფორმაცია ამის შესახებ პანკისის სათემო რადიოს მოკლულის ბიძაშვილმა, ახმეტის საკრებულოს წევრმა მაკა ალხანაშვილმა დაუდასტურა.

    დავით ალხანაშვილის მშობლები თელავის რაიონის სოფელ შალაურში ცხოვრობენ. ოჯახის ახლობლების თქმით, ცხედარს საქართველოში უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ.

    ახლობლების ინფორმაციით, დავით ალხანაშვილი რესტორანში იმყოფებოდა, რა დროსაც მას დაურეკეს, გარეთ გასვლის შემდეგ კი ზურგში ესროლეს. დაჭრილი ალხანაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    ერთ-ერთი ვერსიით ალხანაშვილი შესაძლოა კანონიერი ქურდის ზაქარია კალაშოვის, იგივე „შაქრო მოლოდოის“ კლანის წევრებმა მოკლეს. თურქული მედია წერს, რომ ალხანაშვილი კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის დაჯგუფებაში იყო და 2011 წელს, „შაქრო მოლოდოის“ ნათესავზე დავით ოზმანოვზე (დათო კრასნოდარსკი) თავდასხმაში მონაწილეობდა. 2011 წელს, ბელგიაში ქურდული გარჩევის დროს „დათო კრასნოდარსკის“ დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. მას თავს დაესხნენ როინ უგლავა (მატევიჩი), ირაკლი ყალიჩავა (ხუტუ) და გია გურჩიანი (სვანი). ამ გზით ონიანისა და ჯანგველაძის კლანმა ოზმანოვი ტარიელ ონიანთან დაკავშირებით „პრაგონის“ გამო დასაჯა. დაჭრილი დავით ოზმანოვი გადარჩა, თუმცა მასზე თავდამსხმელებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]