თურქეთის ქალაქ სტამბოლში მოკლული კანონიერი ქურდი დავით ალხანაშვილი, იგივე „დათო პანკისკი“ დღეს პანკისის ხეობაში, სოფელ ომალოში დაკრძალეს. დაკრძალვამდე ის სტამბოლიდან თელავის რაიონის სოფელ შალაურში გადაასვენეს, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ.
თურქეთში, ქალაქ სტამბოლში კანონიერი ქურდი, 36 წლის დავით ალხანაშვილი, იგივე „დათო პანკისკი“ მოკლეს. ინფორმაცია ამის შესახებ პანკისის სათემო რადიოს მოკლულის ბიძაშვილმა, ახმეტის საკრებულოს წევრმა მაკა ალხანაშვილმა დაუდასტურა.