• პანკისის ხეობის უხუცესებზე გარკვეული ზეწოლა მიმდინარეობს - ირაკლი ქადაგიშვილი

    ხუთშაბათი, 04 იანვარი 2018 01:03 view 3945
    პანკისის ხეობის უხუცესებზე გარკვეული ზეწოლა მიმდინარეობს - ირაკლი ქადაგიშვილი

    „უხუცესებზე მიდის გარკვეული ზეწოლა. ეს ხდება საინფორმაციო წყაროებიდან დაწყებული, ყველა წყაროთი დამთავრებული. ამ ადამიანებს ჯვარედინი დაკითხვების ქვეშ აქცევენ, რომ რამე წამოაცდევინონ. ნუ გვგონია რომ მარტივად არის სიტუაცია. სიტუაცია რთულია და ამ ხალხმა დაინახა, რომ სირთულესთან ერთობლივად დგომაა საჭირო. აქ საუბარია ახალგაზრდების მოტაცებაზე ტერორისტებისგან, ასე ვითარდება ტერორიზმი“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში.

    29 დეკემბერს, თელავში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი, პანკისის ხეობის უხუცესთა კავშირის წევრებსა და პანკისის სხვა მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა უხუცესებს მტკიცებულებების ნაწილი გააცნეს, რომელიც სუს-ის განცხადებით, ადასტურებს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირების კავშირს ახმედ ჩატაევთან და მის ჯგუფთან.

    შეხვედრის შემდეგ, უხუცესთა კავშირის ერთ-ერთმა წევრმა ელიზბარ მარგოშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან განაცხადა: „დავრწმუნდით, ასე ჩანს, რომ რეალობაა რასაც აცხადებენ, რომ ეს ადამიანები ჩატაევთან მოქმედებდნენ. კადრებში იყო მათი მოქმედება, შეხვედრები, ლაპარაკი, უნდა აეფეთქებინათ რუსეთის საელჩო. მაჩალიკაშვილი, პატარა ბიჭი, როგორც უმწიკვლო ადამიანი, ჩათრეულია იმ სიბინძურეში ჩატაევისა და მის ორგანიზაციის მიერ,“ - განაცხადა ელიზბარ მარგოშვილმა.

    უხუცესის ამ განცხადებას პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ის არ ენდობა გამოძიებას, ასევე იმ უხუცესებს, რომლებიც დარწმუნებულნი არიან ტერორიზმთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირში.

    2 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში, პანკისის უხუცესთა კავშირი აღნიშნავს, რომ აღნიშნული მასალების შინაარსის შეფასება რთულია და ის უნდა გახდეს სამართლებრივი განხილვის საგანი. „პანკისის უხუცესთა საბჭო აცნობიერებს საქმესთან დაკავშირებით არსებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ბრალდებულთა დამნაშავეობასთან დაკავშირებით მტკიცებითი ხასიათის განცხადებებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

    დღესვე ელიზბარ მარგოშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა და წუხილი გამოთქვა მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო. მარგოშვილი აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილებისგან მოისმინა ინფორმაცია და ის აღარ ენდობა სუს-ის ბრალდებას.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]