• გერმანულ კლინიკას თემირლანის მიღებაზე უარი არ უთქვამს, მოგვატყუეს - მალხაზ მაჩალიკაშვილი

    ორშაბათი, 08 იანვარი 2018 22:42 view 4808
    გერმანულ კლინიკას თემირლანის მიღებაზე უარი არ უთქვამს, მოგვატყუეს - მალხაზ მაჩალიკაშვილი

    პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროს ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს. როგორც დაჭრილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, ოთხი დღის წინ, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მდებარე ერთ-ერთმა კლინიკამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პაციენტის მიღებაზე თანხმობა განუცხადა, თუმცა დაჭრილის ოჯახს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო კლინიკამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი თქვა.

    „ეს ოთხი დღე მალოდინეს, როცა ჩემი შვილისთვის ერთი წუთის დაკარგვაც არ შეიძლება. ვითომ გერმანიამ უარი თქვა, ავსტრია დასთანხმდა და მერე ვითომ ავსტრიამაც უარი თქვა. აღმოჩნდა, რომ გერმანიას უარი არ უთქვამს. ჩვენი ხალხი გერმანიაში პირდაპირ კლინიკის ადმინისტრაციაში მივიდა და გაირკვა, რომ პაციენტს ახლაც ელოდებიან ბერლინში. ჯანდაცვის სამინისტროს დადანაშაულებაც არ შეიძლება ალბათ, უსაფრთხოების სამსახურის ზეწოლის ქვეშ არიან. მათ ჩემი შვილის გამოჯანმრთელება არ სურთ. სადღაც თურქეთში ნახეს დაბალი დონის კლინიკა, უნდათ რომ იქ გადაგზავნონ. ვითხოვ, რომ ჩემი შვილი გადაიყვანონ ბერლინის კლინიკაში. დღეს დამირეკეს, მეუბნებიან, რომ ერთი წუთის დაკარგვაც არ შეიძლება და სასწრაფოდ გადმოიყვანეთ თქვენი შვილიო“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

    მაჩალიკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვს, საჯარო გახადოს ინფორმაცია, რომელ ევროპულ კლინიკებს გადაუგზავნეს მაჩალიკაშვილის მონაცემები, ვის სთხოვეს პაციენტის მიღება და საიდან მიიღეს უარი. ცირა ჯავახიშვილის ვარაუდით, უცხოური კლინიკის შერჩევის პროცესს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობს.

    საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კი აღნიშნეს, რომ სამინისტრო მზად არის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ გერმანულ კლინიკასთან მოლაპარაკება დაიწყოს.

    19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციისას სპეცრაზმა თავის არეში დაჭრა. ის საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილი ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა, რის გამოც მისი მიმართულებით ისროლეს. როგორც სუს-ში აცხადებენ, მაჩალიკაშვილს კავშირი ჰქონდა ახმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის სხვა წევრებთან.

    2018 წლის 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც მათი ინფორმაციით, ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში ახმედ ჩატაევის დაჯგუფის წევრები - შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი, თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.

    თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. მათი თქმით, გასაჯაროებული კადრები არ ადასტურებს თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირს ტერორიზმთან.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]