• თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს

    ოთხშაბათი, 10 იანვარი 2018 11:37 view 4817
    თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს

    „ამას ასე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს“, - ამის შესახებ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა განაცხადა. დედის თქმით, მისი შვილი თურქეთის კლინიკაში დღეს დილით უნდა გადაეყვანათ.

    „ვითომ დღეს დილით გადაგვყვავდა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ სადისტებმა და ფაშისტებმა. არაფრის გულისთვის“, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა საავადმყოფოში.

    პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. ექიმ ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, გამთენიისას პაციენტის მდგომარეობა გართულდა და გული ოთხჯერ გაუჩერდა.

    ოჯახი თემირლან მაჩალიკაშვილის ბერლინის კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, რაზეც ოფიციალური უარი გუშინ მიიღეს. ამის შემდეგ პაციენტის თურქეთში, კლინიკა „კოჩ-ჰოსპიტალში“ გადაყვანა იგეგმებოდა.

    თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სპეცრაზმმა თავის არეში, საკუთარ საძინებელ ოთახში დაჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

    როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა, ნინო გიორგობიანმა განმარტა, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა და უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე ესროლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

    მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ უწყებას ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]