• მურად მარგოშვილი სირიაში თურქეთის ხელისუფლების მხარეს იბრძოლებს - თურქული მედია

    ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018 13:23 view 10104
    მურად მარგოშვილი სირიაში თურქეთის ხელისუფლების მხარეს იბრძოლებს - თურქული მედია

    წარმოშობით პანკისელი მურად მარგოშვილი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მუსლიმ ალ-შიშანი, თურქეთის ხელისუფლების მიერ სირიის ქალაქ აფრინში ქურთების წინააღმდეგ დაწყებულ სპეცოპერაციაში „ზეთისხილის რტო“ მიიღებს მონაწილეობას.

    თურქული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილმა ჩეჩენმა მეთაურმა მუსლიმ ალ-შიშანმა, რომელიც სამი წლის განმავლობაში სირიაში იმყოფებოდა და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბევრ ოპერაციაში მონაწილეობდა, გადაწყვიტა თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაწყებულ ოპერაციაში „ზეთისხილის რტო“ მიიღოს მონაწილეობა. თურქული მედია ასევე წერს, რომ მუსლიმ ალ-შიშანი ჩეჩნეთში რუსულ ოკუპაციას ებრძოდა.

    48 წლის მურად მარგოშვილი გროზნოში დაიბადა და რუსეთის მოქალაქეა. ის საქართველომ ტერორისტთა სიაში გასული წლის აგვისტოში შეიყვანა. მარგოშვილი ასოცირებულია ალ-ნუსრას ფრონტთან (Jabhat al-Nusrah), რომელიც ალ-ქაიდას მოკავშირე ექსტრემისტული დაჯგუფებაა და სირიისა და ლიბანის ტერიტორიაზე მოქმედებს.

    2012 წელს მურად მარგოშვილმა სირიაში ჩამოაყალიბა დაჯგუფება „ჯუნუდ ალ-შამი“ (სირიის ჯარისკაცები), რომელშიც ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან და გერმანიიდან წასული მებრძოლები შედიოდნენ და სხვა დაჯგუფებებთან, ძირითადად ალ-ნუსრას ფრონტთან ერთად, სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდნენ.

    2014 წელს მურად მარგოშვილი ტერორისტთა სიაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც შეიყვანა.

    თურქეთმა სირიელი ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია 20 იანვარს დაიწყო. თურქეთის ხელისუფლება სირიელი ქურთების შეიარაღებულ ფორმირებებს ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]