• პანკისის სოფელ ჯოყოლოში შველი იპოვეს და ბაწარას ნაკრძალში გაუშვეს

    კვირა, 25 თებერვალი 2018 21:10 view 8377
    პანკისის სოფელ ჯოყოლოში შველი იპოვეს და ბაწარას ნაკრძალში გაუშვეს

    ახმეტის პოლიციის დუისის განყოფილების თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, ღამით, მორიგეობის დროს, შველი იპოვეს. როგორც ზელიმხან გუმაშვილმა პანკისის სათემო რადიოს უთხრა, სავარაუდოდ, შველი ძაღლებს გაურბოდა. ის ღობეში გაძრომას ცდილობდა, რა დროსაც რქები დაიზიანა და სისხლი სდიოდა.

    მთელი ღამის განმავლობაში შველი ზელიმხან გუმაშვილს სახლში ჰყავდა, დილით კი დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერების დახმარებით, ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალში გაუშვეს.

    ნოემბრის შემდეგ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ჯოყოლოში გზააბნეული შველი გადაარჩინეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]