პანკისის ხეობის 15 სოფელში მოსახლეობის ბოლო, 2014 წლის აღწერით, 6 738 ადამიანი ცხოვრობს. ხეობის მოსახლეობის 60 %-ზე მეტი სოციალურად დაუცველი და საარსებო შემწეობის მიმღებია. ხეობა მცირემიწიანია, რის გამო არ არის განვითარებული სოფლის მეურნეობა, მდინარის ორივე ნაპირას სოფლებია და დანარჩენი ტყეს, დაცულ ტერიტორიებს უკავია. პანკისს ესაზღვრება ილტოს ხეობა, სადაც ასევე მძიმეა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ხეობის 7 სოფლიდან 2 უკვე ნასოფლარია, 5 სოფელში კი მხოლოდ 100-მდე ადამიანი ცხოვრობს.
ახმეტის პოლიციის დუისის განყოფილების თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, ღამით, მორიგეობის დროს, შველი იპოვეს. როგორც ზელიმხან გუმაშვილმა პანკისის სათემო რადიოს უთხრა, სავარაუდოდ, შველი ძაღლებს გაურბოდა. ის ღობეში გაძრომას ცდილობდა, რა დროსაც რქები დაიზიანა და სისხლი სდიოდა.
პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში შველი იპოვეს, რომელიც ბაწარის ნაკრძალში გაუშვეს. ჯოყოლოს მკვიდრის, ზელიმხან გუმაშვილის თქმით, მდინარე ალაზნის პირას შველი ძაღლებისგან გადაარჩინეს, რის შემდეგაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაუკავშირდნენ და ნაკრძალში გადაიყვანეს.